პროდუქციის დაბრუნების წესები
პროდუქციის დაბრუნების წესები
სპარში ყოველთვის ხარისხის გარანტიაა
-ვადაგასული/გაფუჭებული პროდუქტის მიყიდვა
თუ თქვენ ჩვენს ქსელში შეიძინეთ ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქცია, გაქვთ პროდუქციის ჩვენთან შეძენის დამადასტურებელი ჩეკი და მოგვმართავთ აღნიშნულზე პრეტენზიით, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ პროდუქციის დაბრუნება/გადაცვლა, ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ :
ქოლ-ცენტრი/ფეისბუკი/საიტი
- მენეჯერს/ოპერატორს უნდა უთხრათ რომელ მაღაზიაში, როდის და რა პროდუქტი შეიძინეთ.
- გადასცეთ მოთხოვნის შესაბამისად თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, მაგ : ტელეფონის ნომერი
- მაღაზიის მენეჯერი გადაამოწმებს კამერებში აღნიშნულ ფაქტს და თქვენი მოთხოვნიდან 10 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ ტელეფონზე და გთხოვთ მიბრძანდეთ მაღაზიაში, ასევე გთხოვთ მისვლისას წარადგინოთ ჩეკი და პროდუქტი.
- თუ პროდუქცია ვადაგასულია- მენეჯერი გიცვლით მას ვადიანი პროდუქტით. კომპენსაციის მიზნით თქვენ გადმოგეცემათ საჩუქრად სპარის ტკიბილეული.
- თუ პროდუქცია ვადიანია მაგრამ გაფუჭებულია და პროდუქციის წუნი პირველადი შეფასებით თვალისთვის შეუმჩნეველია ( მაგ: შეფუთული ხაჭო რომელიც აღმოჩნდა რომ შიგნით დაობებულია)- ამ შემთხვევაში მენეჯერი გიცვლით მას ვადიანი პროდუქტით.
-ვიზუალური წუნით პროდუქციის დაბრუნების/გადაცვლის წესი
თუ თქვენ ჩვენს ქსელში ვიზუალურად შელახული პროდუქცია შეიძინეთ, გაქვთ პროდუქციის ჩვენთან შეძენის დამადასტურებელი ჩეკი და მოგვმართავთ აღნიშნულზე პრეტენზიით:
- მაღაზიის მენეჯერი გიცვლით პროდუქტს იგივე პროდუქტზე, რომელიც ვიზუალურად შელახული არ გახლავთ .
ხილ-ბოსტანის შემთხვევაში ვიზუალურად შელახული პროდუქტია მაშინ, როდესაც პროდუქციის ზედაპირის დაახლოებით 70% დამჭკნარია, დაზიანებულია ან შელახულია სხვა რაიმე ნიშნით.