ჩვენ შესახებ

მთავარი ჩვენ შესახებ
ისტორია

ისტორია

1932 წელს, ჰოლანდიაში ადრიან ვალ ველის მიერ დაარსებული კომპანია SPAR მსოფლიოს უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელად იქცა. SPAR 1990-ან წლებში ევროპის საზღვრებს გასცდა და დღემდე აგრძელებს გაფართოებას.

ამჟამად, SPAR International 4 კონტინეტზე, მსოფლიოს 48 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ფლობს 12,700 მაღაზიას და 200 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. SPAR ყოველდღიურად 13.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.
გამოცდილებისა და SPAR-ში მომუშავე თითოეული ადამიანის დამსახურებით კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მუდმივად უპასუხოს ახალ გამოწვევებს. განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტია გაფართოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

SPAR თქვენზე მორგებული მაღაზიათა ქსელია. ჩვენი უმთავრესი ფილოსოფია მომხმარებელზე ზრუნვა და მათი მოლოდინის გამართლებაა. გვეამაყება, რომ მსოფლიოს უდიდეს მაღაზიათა ქსელს წარმოვადგენთ საქართველოში. ჩვენ გვესმის თითოეული მომხმარებლის რეალური საჭიროებები. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქციას.

 

კომპანიის მისიაა:  ჩვენ ვუზრუნველყოფთ მრავალფეროვან არჩევანს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სასურველ დროს და ადგილას.

კომპანიის ხედვა:  ვიყოთ ყველაზე საიმედო კომპანია თანამშრომლებისათვის, სანდო მომხმარებლებისათვის, ანგარიშგასაწევი კონკურენტებისათვის

 

SPAR - თქვენს მახლობლად მდებარე მაღაზია, რომელიც ყოველთვის ღიაა, გელით ახალი, ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქციით!

SPAR - ერთად უკეთესია!

კარიერა

რატომ უნდა შევუერთდე "SPAR"-ის გუნდს?

 

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.