პროდუქციის დაბრუნების წესები

Home quality პროდუქციის დაბრუნების წესები

პროდუქციის დაბრუნების წესები

სპარში ყოველთვის ხარისხის გარანტიაა

 

-ვადაგასული/გაფუჭებული პროდუქტის მიყიდვა

თუ თქვენ  ჩვენს ქსელში შეიძინეთ ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქცია, გაქვთ პროდუქციის ჩვენთან შეძენის დამადასტურებელი ჩეკი და მოგვმართავთ აღნიშნულზე პრეტენზიით, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ პროდუქციის დაბრუნება/გადაცვლა, ამისათვის საჭიროა დაგვიკავშირდეთ :

ქოლ-ცენტრი/ფეისბუკი/საიტი

  • მენეჯერს/ოპერატორს უნდა უთხრათ რომელ მაღაზიაში, როდის და რა პროდუქტი შეიძინეთ.
  • გადასცეთ მოთხოვნის შესაბამისად თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, მაგ : ტელეფონის ნომერი 
  • მაღაზიის მენეჯერი გადაამოწმებს კამერებში აღნიშნულ ფაქტს და თქვენი მოთხოვნიდან 10 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ ტელეფონზე და  გთხოვთ მიბრძანდეთ მაღაზიაში, ასევე გთხოვთ მისვლისას წარადგინოთ ჩეკი და პროდუქტი.
  • თუ პროდუქცია ვადაგასულია- მენეჯერი გიცვლით მას  ვადიანი პროდუქტით.  კომპენსაციის მიზნით თქვენ გადმოგეცემათ საჩუქრად სპარის ტკიბილეული. 

 

  • თუ პროდუქცია ვადიანია მაგრამ გაფუჭებულია და პროდუქციის წუნი პირველადი შეფასებით თვალისთვის შეუმჩნეველია ( მაგ: შეფუთული ხაჭო რომელიც აღმოჩნდა რომ შიგნით დაობებულია)- ამ შემთხვევაში  მენეჯერი გიცვლით  მას  ვადიანი პროდუქტით.

 

-ვიზუალური წუნით პროდუქციის დაბრუნების/გადაცვლის წესი

 

თუ თქვენ ჩვენს ქსელში ვიზუალურად შელახული პროდუქცია შეიძინეთ,  გაქვთ პროდუქციის ჩვენთან შეძენის დამადასტურებელი ჩეკი და  მოგვმართავთ აღნიშნულზე პრეტენზიით:

  • მაღაზიის მენეჯერი გიცვლით  პროდუქტს იგივე პროდუქტზე, რომელიც ვიზუალურად შელახული არ გახლავთ .

 

ხილ-ბოსტანის შემთხვევაში ვიზუალურად შელახული პროდუქტია მაშინ, როდესაც პროდუქციის ზედაპირის დაახლოებით 70% დამჭკნარია, დაზიანებულია ან შელახულია სხვა რაიმე ნიშნით.