გახდი SPAR-ის პარტნიორი !

მათთვის, ვისაც სურს საკუთარი სავაჭრო ბიზნესის განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა ან თანამედროვე ევროპული სტანდარტების სუპერმარკეტის გახსნა, სპარი სტრატეგიული პარტნიორობის შესაძლებლობას სთავაზობს.

სპართან თანამშრომლობა გაცილებით მეტია, ვიდრე ცნობილი საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მაღაზიის ოპერირება. ეს არის გრძელვადიანი, ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა, რომელიც აერთიანებს სპარის საერთაშორისო გამოცდილებას და რესურსებს, მეწარმის ადგილობრივ ცოდნასა და ბიზნესის მართვის უნარებთან.

ჩვენი მიზანია შევქმნათ ერთიანი ეკოსისტემა, სადაც თითოეული პარტნიორი ინარჩუნებს საკუთარი ბიზნესის მართვის მოქნილობას და, ამავდროულად, სარგებლობს საერთაშორისო ბრენდის მასშტაბით, გამოცდილებითა და მხარდაჭერით.

სპარის ქსელში გაერთიანებით პარტნიორები იღებენ კომერციულ, საოპერაციო და მარკეტინგულ მხარდაჭერას. ეს მოიცავს საერთაშორისო ბრენდის ცნობადობას, მომწოდებლებთან კონკურენტულ კომერციულ პირობებს, მაღაზიის დაგეგმარებისა და განვითარების მხარდაჭერას. ფრენჩაიზორები ასევე ერთვებიან სპარის მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებსა და ლოიალობის ერთიან სისტემაში.

სპარის ფრენჩაიზის შესაძლებლობა განკუთვნილია როგორც არსებული მარკეტების მფლობელებისთვის, რომელთაც სურთ ბიზნესის განვითარება და გაყიდვების ზრდა, ასევე მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის, რომლებიც ახალი სავაჭრო ობიექტის გახსნას გეგმავენ.

პარტნიორობის ფარგლებში სპარის გუნდი დაგეხმარებათ ბიზნესის განვითარების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში - კონცეფციის ჩამოყალიბებიდან და მაღაზიის მომზადებიდან მის შემდგომ განვითარებამდე.

 
დამატებითი ინფორმაციისთვის
ნინო თეთრაშვილი
დაგვიკავშირდი

რატომ სპარი ?

საერთაშორისო ბრენდი

ცნობადი ბრენდის ნდობა და საერთაშორისო ცნობადობა თქვენი მაღაზიის სასარგებლოდ.

მოწინავე დისტრიბუცია

300-მდე მომწოდებელთან კონკურენტული კომერციული პირობები და მოწესრიგებული შესყიდვები.

მარკეტინგი და ლოიალობა

მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები და ლოიალობის ერთიანი სისტემა.

ბრენდის ხარისხი

მსოფლიოში 85 წლიანი გამოცდილება, ხარისხი რომელსაც 54 ქვეყანაში ყოველდღიურად ირჩევს 13 მილიონი მომხმარებელი

ლევან ნიჟარაძე - სპარის პარტნიორი

ლევან ნიჟარაძე - სპარის პარტნიორი

“სპარი ყველანაირად გვერდში დაგვიდგა. მაღაზიის კონცეფციიდან
დაწყებული მარკეტინგული გაიდლაინებით დამთავრებული
ყველაფერზე მზა რეცეპტი მივიღეთ. როდესაც ვიწყებდით არ ვიცოდით
საცალო გაყიდვების სპეციფიკა, ან ფრენჩაიზინგი რა იყო, უბრალოდ
ვიპოვეთ მეგობარი კომპანია, რომელმაც გამოთქვა მზაობა
დაგვხმარებოდა მარკეტის გახსნაში, ასე დავიწყეთ “სპართან”
თანამშრომლობა. დღეს უკვე ვიცით, რომ მარკეტის გახსნა არც ისე
რთულია, მთავარია სწორად მართო ბიზნეს პროცესები.”