სიახლეები

მთავარი სიახლეები „ვსწავლობ ქართულს“
15
სექტემბერი 2026

„ვსწავლობ ქართულს“

SPAR თანამშრომლების განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების მხარდაჭერას ახალი პროექტით აგრძელებს. ინიციატივა „ვსწავლობ ქართულს“ კომპანიის ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამშრომლებისთვის ქართული ენის შესწავლას და ყოველდღიურ სამუშაო გარემოში კომუნიკაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

საცალო ვაჭრობის სფეროში ეფექტიანი კომუნიკაცია მომსახურების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. SPAR-ის თანამშრომლები ყოველდღიურად ურთიერთობენ მომხმარებლებთან და სწორედ ამიტომ, პროექტი მონაწილეებს დაეხმარება, ქართულ ენაზე უფრო თავისუფლად და თავდაჯერებულად ისაუბრონ, გაამარტივონ კომუნიკაცია როგორც მომხმარებლებთან, ისე კოლეგებთან და უფრო აქტიურად ჩაერთონ სამუშაო პროცესში.

ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესება თანამშრომლებისთვის მხოლოდ ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებას არ ნიშნავს. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურ მონაწილეობას.

SPAR-ისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც სხვადასხვა გამოცდილებისა და კულტურის მქონე ადამიანებს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა აქვთ. სწორედ ამ ხედვის ნაწილია პროექტი „ვსწავლობ ქართულს“, რომელიც თანამშრომლების მხარდაჭერასა და მათ გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული