სიახლეები

მთავარი სიახლეები სათაო ოფისის გუნდი ეწვია სპარის ფილიალს
23
მაისი 2023

სათაო ოფისის გუნდი ეწვია სპარის ფილიალს

სპარის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აქტიურად ჩაერთოს მაღაზიების სამუშაო პროცესში, უშუალო მონაწილებით. 10 მაისს, სათაო ოფისის გუნდი ეწვია სპარის ერთ-ერთ ფილიალს და დაეხმარა იქ მომუშავე პერსონალს.

❤️ დღის განმავლობაში, სპარის მენეჯმენტი აქტიურად იყო ჩართული მაღაზიაში მიმდინარე პროცესებში, მაღაზიის თანამშრომლებთან ერთად გაინაწილეს ყველა ის საქმე, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენი კონსულტანტები თავდაუზოგავად ასრულებენ.

🙌 მსგავსი აქტივობა მიიღებს მუდმივ ხასიათს, მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი წინა ხაზზე მომუშავე თანამშრომლების დახმარება და მხარდაჭერა, ვინაიდან#ერთადუკეთესია!