"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სადახლო სამუშაო გრაფიკი: სრული
რას გთავაზობთ დამატებით ?
- ყოველ თვე 2 სახის ბონუსს;
- სტაჟის დანამატს;
- კვებაზე 50%იან ფასდაკლებას;
- Spar Card-ს - რომლითაც ისარგებლებ ფასდაკლებებით სრულ ასორტიმენტზე და საკრედიტო ლიმიტით;
ძირითადი მოვალეობები
- სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა
- სავაჭრო დარბაზში თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
- სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
- საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
- დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კოტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
- სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
- სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:
- მართვის და ორგანიზების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „დარბაზის ადმინისტრატორი -სადახლო“
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !
|