აღმასრულებელი ასისტენტი

მთავარი ვაკანსიები აღმასრულებელი ასისტენტი
ვაკანსიები
აღმასრულებელი ასისტენტი

 

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს  აღმასრულებელი ასისტენტის ვაკანტურ  პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი : თბილისი 

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ძირითადი მოვალეობებია:

  • გენერალური დირექტორისთვის საქმიანი, ოფიციალური შეხვედრების და მივლინებების ორგანიზება;
  • საქმიანი დოკუმენტების გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, შედგენა, გაფორმება, მიღება, დასამტკიცებლად/ხელმოსაწერად წარდგენა, განსაზღვრულ ვადებში რეაგირება, გაგზავნა;
  • საქმიანი კომუნიკაცია (ფოსტით, ელ. ფოსტით, ტელეფონით და სხვა საშუალებებით) პარტნიორებთან, ზემდგომ ორგანიზაციებთან და თანამშრომლებთან;
  • მიმდინარე ღონისძიებების ორგანიზება; უცხოელი პარტნიორების მიღება-დახვედრა და მათი ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება;
  • უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრებზე თარგმანის უზრუნველყოფა;
  • გენერალურ დირექტორს და მენეჯმენტს შორის კომუნიკაციის მართვა;
  • სამსახურების/დეპარტამენტების სამუშაო გეგმებისა/დავალებების შედგენა, დროის მართვა;
  • გენერალური დირექტორის თათბირებისა და შეხვედრების ორგანიზება (როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ);
  • საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების წარმართვა, თათბირის ოქმების გაფორმება და შესაბამის სამსახურებზე გადაცემა დავალების შესასრულებლად;
  • გაცემული დავალებების ვადებში შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
  • ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რაპორტების მომზადება გენერალურ დირექტორთან წარსადგენად;

 

ძირითადი მოთხოვნებია:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; )
  • ინგლისური ენის მინიმუმ C1 დონეზე ცოდნა

 

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • კომუნიკაბელურობა, სისხარტე და ენერგიულობა;
  • პრეზენტაბელურობა;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • დაგეგმვა და ორგანიზება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • გუნდურობა.

 

 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ,  გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „აღმასრულებელი ასისტენტი“



მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

გისურვებთ წარმატებებს !