სიახლეები

მთავარი სიახლეები მადლობა ჩვენი დროის გმირებს
18
მარტი 2020

მადლობა ჩვენი დროის გმირებს

👏 გვსურს კიდევ ერთეხლ გამოვეხმაუროთ მიმდინარე მოვლენებს და დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, რომელთა უშუალო ძალისხმევით ხორციელდება ამ ვერაგ ვირუსთან ბრძოლა.

❤️ მადლობა თითოეული სასურსათო ქსელის ყველა თანამშრომელს, იმისთვის, რომ ნამდვილად გმირულად ასრულებენ საზოგადოების წინაშე დაკისრებულ უდიდეს პასუხისმგებლობას - უწყვეტად მიეწოდებოდეს მოსახლეობას საკვები პროდუქტები. დღეს ჩვენთვის კონკურენტი არ არსებობს და თითოეული ქმედება მიმართულია მხოლოდ ამ დიდი გამოწვევის დასაძლევად;

❤️ მადლობა ჯანდაცვის სისტემის ყველა სუბიექტს, რომელთა თანამშრომლებიც ფრონტის წინა ხაზზე ებრძვიან პანდემიას და ძალას არ იშურებენ მის დასამარცხებლად;

❤️ მადლობა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, ვინც 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს პროცესს და იცავს დადგენილი სტანდარტების შესრულებას;

❤️ მადლობა ადგილობრივი თვითმართველობების თანამშროლმებს, რომლებიც ლოკალურად ებრძვიან გამოწვევას;

❤️ მადლობა დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ბედზე ჩვენს საზღვრებს გარეთ, სადაც უმეტესწილად გაცილებით ცუდი მდგომარეობაა;

❤️ მადლობა ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირდაპირ თუ ირიბად ჩართულია მოცემული რთული სიტუაციის მოგვარებაში

❤️ და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ თანამშრომლებს, რომელთაც ძალიან მაღალ დონეზე აქვთ გააზრებული თუ რა მნიშვნელოვანია დღეს თითოეულის როლი და სწორედ მათი გმირული მუშაობის წყალობით არის, რომ ყველა სპარი ახერხებს იყოს ჩვეულ რეჟიმში და მოემსახუროს მომხმარებელს.

🙌 კომპანია კი თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიცვას თავისი თანამშროლმები და ამავე დროს, ხელი შეუწყოს სხვა უწყებებსა თუ ადამიანებს ბოლო ათასწლეულის მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ბრძოლაში.

#ერთადუკეთესია