News

Home News Spar - იმსახურებს ჩემპიონს
20
August 2026

Spar - იმსახურებს ჩემპიონს

SPAR Georgia იწყებს თანამშრომლობას ქართველ პარატაიკვანდოელ ჩემპიონ ნატა ოჩიგავასთან - ახალგაზრდა სპორტსმენთან, რომელმაც საკუთარი მონდომებით, შრომითა და მნიშვნელოვანი მიღწევებით საქართველოს ღირსეულად წარმოდგენა უკვე არაერთხელ შეძლო საერთაშორისო ასპარეზზე.

18 წლის ნატა ოჩიგავა ახალი თაობის იმ გამორჩეულ სპორტსმენებს შორისაა, რომელთა ისტორია მიზანდასახულობას, მუდმივ განვითარებასა და საკუთარ შესაძლებლობებში რწმენას აერთიანებს.

SPAR-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც საკუთარი მაგალითით სხვებსაც აძლევენ მოტივაციას, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და არ შეჩერდნენ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა გახდა ახალი პროექტის - „SPAR იმსახურებს ჩემპიონს“ - საფუძველი.

პროექტის ფარგლებში SPAR ნატას სპორტულ გზას დაუჭერს მხარს და მის წარმატებებს კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნობს.

ნატას ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დიდი შედეგები ყოველდღიური შრომით, მონდომებითა და მიზნის ერთგულებით იქმნება.