News

Home News SPAR აკადემია ოფიციალურად გაიხსნა
15
November 2023

SPAR აკადემია ოფიციალურად გაიხსნა

❤️ 15 ნოემბერს, 14:00 საათზე SPAR აკადემია ოფიციალურად და საზეიმოდ გაიხსნა 🎓
👉 სპარ აკადემიის პროექტის იდეას დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. მოტივაცია კი ის გახლავთ, რომ მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი თანამშრომლების პროფესიულ, ასევე პიროვნულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
🤓 ტრენინგ-სემინარები, სწავლებები, მასტერკლასები განკუთვნილი იქნება, როგორც სათაო ოფისის ასევე მაღაზიის თანამშრომლებისთვის.
🎉 ამის გარდა SPAR აკადემიას უფრო მასშტაბური გეგმებიც აქვს, რაც ნიშნავს, რომ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი სერვისების შეთავაზებაზე ჩვენი ფრენჩაიზ პარტნიორებისთვის და სულ ცოტა ხანში ამ მიმართულებითაც დავიწყებთ აქტიურ მუშაობას.
🤝 გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ დეპარტამენტს და სამსახურს, ვინც აქტიურად იყო ჩართული და წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.