News

Home News მოამზადე სპართან ერთად
28
April 2022

მოამზადე სპართან ერთად

😍 დღეს გვინდა გაგიზიაროთ, უგემრიელესი მექსიკური კარტოფილის რეცეპტი 😋
👇 მომზადების რეცეპტი დეტალურად იხილეთ ქვემოთ :
📒 საჭირო ინგრედიენტები :
🔹 2 კგ კარტოფილი
🔹 1 ჩ.კ. დაფქული ბულგარული წიწაკა
🔹 5-6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
🔹 მარილი გემოვნებით
🔹 შავი პილპილი გემოვნებით
📒 ინგრედიენტები სოუსისთვის:
🔹 200 გრამი არაჟანი
🔹 100 გრამი მაიონეზი
🔹 2 კბილი ნიორი (წვრილ სახეხზე გახეხილი)
🔹 1 ჩ.კ. შაქარი
🔹 ნახევარი ლიმონი
🔹 შავი პილპილი
🔹 მარილი
🔹 ოხრახუში
🥣 მექსიკურ კარტოფილს პიკანტურ გემოსა და საოცარ არომატს სწორედ მარინადი ანიჭებს. მარინადის მოსამზადებლად ღრმა ჭურჭელში ჩაასხით 5 ან 6 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, დაამატეთ მარილი, შავილი პილპილი, დაფქული ბულგარული წიწაკა და ბეგქონდარა, კარგად გადაურიეთ.
🔪 ეხლა დროა, შეუდგეთ კარტოფილის დაჭრას. პირველ რიგში, გაჭერით ის შუაზე და შემდეგ დაჭერით სიგრძეზე სასურველი ზომის ნაჭრებად, თავის კანთან ერთად. დაჭრილი კარტოფილი გადაიტანეთ მარინადიან ღრმა თასში და ძალიან კარგად აზილეთ, რათა მარინადი კარტოფილის ყველა ნაჭერზე კარგად გადანაწილდეს.
🥣 კარტოფილმა მარინადი უფრო კარგად რომ შეიწოვოს, დააყოვნეთ ის მაცივარში 30 წუთით. სანამ კარტოფილს მაცივარში ვასვენებთ, შევუდგეთ სოუსის მომზადებას. უბრალოდ ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში, ჩაწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი და კარგად გადაურიეთ.
🍟როდესაც კარტოფილს მაცივრიდან გამოიღებთ, ამოურიეთ კარგად კიდევ ერთხელ. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მასზე მიყოლებით მოათავსეთ კარტოფილის ნაჭრები. მოათავსეთ წინასწარ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და დატოვეთ გამოსაცხობად დაახ. 40 წუთით.
მიირთვით გემრიელად ❤