News

Home News მერი ბებო 90 წლისაა
08
March 2023

მერი ბებო 90 წლისაა

😍 გახსოვთ ისტორია ჩვენს მერი ბებოზე? რომელიც ყველაზე მზრუნველი, ენერგიული, თბილი და კეთილი - მომხმარებლებზე ზრუნვის მენეჯერია ჩვენს მაღაზიათა ქსელში.

💝 8 მარტს ქალბატონ მერი ჭანკვეტაძე - ყურმაშვილს 90 წელი შეუსრულდა. მერი ბებოს სახელით, ეს განსაკუთრებული დღე ყველა ქალს გვინდა მივულოცოთ და ვუსურვოთ ისეთივე შემართება, როგორც მას აქვს ცხოვრებისა და საქმის მიმართ.

🥳 მოცემულ დღესთან დაკავშირებით SPAR Georgia -მ ქალბატონ მერის 8 მარტთან ერთად დაბადების დღე მიულოცა და სიმბოლურად 1000₾ სასაჩუქრედ გადასცა 💕
👇 უყურე ვიდეოს და გაიგეთ მეტი მერი ბებოს შესახებ :