"SPAR Georgia" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.
მოვალეობები :
- მომწოდებელთან შეკვეთის გაფორმება;
- შესასყიდი პროდუქციის ფასების კონტროლი;
- მოთხოვნიდან გამომდინარე სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება;
- დროულად დატვირთვა/ჩამოსვლის კონტროლი;
- დატვირთვების რეპორტის მომზადება ყოველკვირეულად;
- საბაჟო ოპერაციებისთვის დოკუმენტების გადამოწმება საბაჟო ბროკერთან, შეუსაბამობის შემთხვევაში მომწოდებელთან კომუნიკაცია;
- პროდუქტების რეგისტრაცია;
- შემოსული ტვირთის პროგრამული ასახვა;
- ანოტაციების მომზადება შესაბამისი რეგულაციების მიხედვით, ბეჭდვა/მიწოდების პროცესის მართვა;
- საწყობში მიღებული პროდუქტების შესყიდვის პროცესის მართვა და სავაჭრო ობიექტებში განაწილების მონიტორინგი;
- სასაწყობე მარაგების მართვა/ანალიზი;
- პროდუქტის ვადების მონიტორინგი;
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა კატეგორის მენეჯერთან შეთანხმებით;
- სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგის მართვა და კონტროლი;
მოთხოვნები :
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
- Microsoft Excel - ის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
- საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „იმპორტის მენეჯერი“
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !
|