იურისტი

ვაკანსიები
იურისტი

 


"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს იურისტის  ვაკანტურ პოზიციაზე.

 

 

მოვალეობები:

 

  • კომპანიაში შესამუშავებელი/შემუშავებული  დოკუმენტაციის  სამართლებრივი ანალიზი;
  • კომპანიის ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, კონტრაგენტებისგან მიღებული ხელშეკრულებების სამართლებრივი დამუშავება/ანალიზი  და გაფორმების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შემუშავება, ცვლილებების განხორციელება და სათანადო წესით რეგისტრაცია;
  • სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა/დამფუძნებელთა შეკრებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა და საჭიროებისამებრ ნოტარიული დამოწმება.
  • ხელმძღვანოლობისთვის ხელმოსაწერად წარსადგენი პროექტების, ბრძანებების, ინსტრუქციების, დებულებების, შინაგანაწესის და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • კომპანიაში არსებულ დავებთან დაკავშირებული საქმიანობის (მათ შორის გამარტივებული წესით) წარმოება: სარჩელის, შესაგებლის, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების და სხვ. დოკუმენტაციის მომზადება/სასამართლოში წარდგენა და კომპანიის ინტერესებს დაცვა სასამართლოს ყველა ინსტანციაში;
  • საქმიანი დოკუმენტაციის მათ შორის, საქმიანი კორესპონდენციის, ოქმების და ბრძანებების მომზადება;
  • კომპანიის წარმოდგენა სახელმწიფო/ადმინისტრაციულ ორგანოებში;
  • თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის, გადაყვანის, დაჯარიმების ან სხვა ადმინისტრაციული ზომების მიღების კანონიერების შემოწმება/ანალიზი;
  • კომპანიის კონსულტირება და  საქმიანობის სფეროს  მარეგულირებელი  სავალდებულო  სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
  • სასაქონლო ნიშნების საქპატენტში რეგისტრაცია;
  • დებიტორულ ვალდებულებებთან დაკავშირებით წერილობითი დოკუმენტაციის მომზადება;
  • საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა;
  • დეპარტამენტში შემოსული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია;
  • კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
  • საჭიროებებიდან გამომდინარე, დეპარტამენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • თანამშრომლების პოზიციებიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად უძრავ/მოძრავი ქონების შესაბამისი წესით დატვირთვა/რეგისტრაცია;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება ;
  • იურისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება(უპირატესობა მიენიჭება საცალო ვაჭრობის, დისტრიბუციის სექტორში სამუშაო  გამოცდილების მქონე პირს );
  • სავალდებულო ცოდნა: პროფესიული - სამოქალაქო, სამეწარმეო, ადმინისტრაციული სამართალი;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Microsoft Office) სრულყოფილად  ცოდნა;

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com  და სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „იურისტი“ .

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !