პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი

მთავარი ვაკანსიები პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი
ვაკანსიები
პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი

 


"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტის  ვაკანტურ პოზიციაზე.

 

 

მოვალეობები:

 

  1. ორგანიზაციის პერსონალთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
  2. თანამშრომლების ელექტრონული პირადი საქმის წარმოება;
  3. შრომითი ხელშეკრულებების მომზადება;
  4. თანამშრომელთა აყვანის, განთავისუფლების, საშტატო გადაადგილებების შესახებ ბრძანების მომზადება და პროგრამულ ბაზაში დაფიქსირება;
  5. თანამშრომლების აყვანის, საშტატო გადაადგილებებისა და განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება სპეციალურ პროგრამულ ბაზაში.
  6. თანამშრომელთა შვებულებების და მივლინებების აღრიცხვის წარმოება და პროგრამულ ბაზაში დაფიქსირება.

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ( ბიზნესის ადმინისტრირება; შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულება; სოციალური მეცნიერებების მიმართულება) ;
  • 1 წლიანი გამოცდილება პერსონალის ადმინისტრირების მიმართულებით (აუცილებელია პროგრამულ სახელფასო მოდულში მუშაობის გამოცდილება);
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook);
  • საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.

 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com  და სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „ პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტი“ .

 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !