Spar Georgia-ს კომერციულ გუნდში ვეძებთ Non-Food კატეგორიის მენეჯერს.
თუ ხარ ერთგული და შენს საქმეზე შეყვარებული - შეგიძლია გახდე სპარის გლობალური ოჯახის წევრი !
საშუალება გექნება შეიტანო შენი წვლილი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მზარდი კომპანიის განვითარებაში !
ჩვენ კი გაგიზიარებთ ევროპულ გამოცდილებას 😊 რას გააკეთებ :
- მოელაპარაკები მომწოდებლებს და გააკეთებ საუკეთესო შეთანხმებას;
- შეისწავლი ბაზარს და გააკეთებ მის ანალიზს;
- განსაზღვრავ ასორტიმენტს სავაჭრო ობიექტების კატეგორიების მიხედვით;
- გააკეთებ კატეგორიისა და პოზიციების მომგებიანობის ანალიზს;
- გააკონტროლებ გასაყიდ ფასს, მარჟასა და მატრიცებს;
- დაგეგმავ პლანოგრამებს;
- თუ გაქვს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ფინანსების მიმართულებით;
- თუ გაქვს კომერციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- თუ შეგიძლია დროისა და პროცესების ეფექტურად მართვა.
- სასურველია გქონდეს 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება და იცოდე ინგლისური და რუსული ენები საკომუნიკაციო დონეზე.
გამოგვიგზავნე შენი CV ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება „ Non-Food კატეგორიის მენეჯერი“ .
ერთად უკეთესია !
|