რეგიონალური გაყიდვების სუპერვაიზერი

მთავარი ვაკანსიები რეგიონალური გაყიდვების სუპერვაიზერი
ვაკანსიები
რეგიონალური გაყიდვების სუპერვაიზერი

საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.



მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი აცხადებს კონკურსს რეგიონალური  გაყიდვების სუპერვაიზერის ვაკანტურ პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი:  თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტების მუდმივი ზედამხედველობა;
  • სავაჭრო ობიექტების მენეჯერებისთვის დავალებების მიცემა და შესრულებული სამუშაო მონიტორინგი;
  • სავაჭრო ობიექტებზე პრობლემების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
  • სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის კომპანიაში მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სავაჭრო ობიექტებიდან ინფორმაციის შეკრება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
  • სავაჭრო ობიექტების გადაბარებისას ინვენტარიზაციის პროცესის კონტროლი;

 

 

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება , მენეჯმენტი )
  • საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • საკუთარი ავტომობილი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "რეგიონალური გაყიდვების სუპერვაიზერი",

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!