საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 13 500-მდე მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 14 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალი ხარისხის მომსახურება სასურველ დროს და ადგილას. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე.
მოვალეობები:
- ხელმძღვანელობს დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებს - სამართალდამცავებთან ურთიერთობის და რისკების მართვის, დაცვა-უსაფრთხოების, ვიდეო-მონიტორინგის, ინვენტარიზაცია/მონიტორინგის, სტანდარტების კონტროლის, შრომის უსაფრთხოების და სურსათის უვნებლობის სამსახურებს.
- წარმოადგენს სამსახურებს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურების დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
- ანაწილებს ფუნქციებს სამსახურებს და თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს მათი შესრულების ხარისხს;
- უზრუნველყოფს კომპანიაში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების გამართულობას;
- უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლს;
- უზრუნველყოფს სავაჭრო ობიექტებზე სტანდარტების კონტოლს და კომპანიის მიერ შემუშავებული შემოწმების აქტის შესაბამისად დარღვევების იდენტიფიცირებას და დაფიქსირებული შეუსაბამობის რაპორტინგს;
- უზრუნველყოფს წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით სავაჭრო ობიექტების სრულ ინვენტარიზაციას. როგორც პროდუქტის, ასევე კომპანიაში არსებული ყველა სეიფის, რკინის ყუთის, სათვალთვალო მოწყობილობების, სპეციალურ საცავების;
- უზრუნველყოფს მომსახურებით მოსარგებლე კომპანიების საკუთრებაში არსებული შენობების, საცავების, აღჭურვილობის და პროდუქციის დაცულობას; შენობებში გამშვები პუნქტების/რეჟიმის და მთლიანად დაცვის სამსახურის მუშაობას;
- მონაწილეობს სხვადასხვა შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციის შექმნაში, მათში რისკების პრევენციის. უსაფრთხოების და საიდუმლოების დაცვის აუცილებელი მოთხოვნების გათვლისწინების მიზნით,;
- შეისწავლის კომერციული, საწარმოო, ფინანსური და სხვა საქმიანობის სპეფიციკას, საქმიანობის თანმხლები რისკების ადრეული გამოაშკარავების და აღკვეთის მიზნით;
- მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან აგრეთვე სხვა კომპანიების უსაფთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან ინფორმაციის გაცვლის, საერთო საფრთხეების აღკვეთის მიზნით;
- უზრუნველყოფს დაქვემდებარებული სამსახურების ყოველთვიური ბიუჯეტების შედგენას
- უზრუნველყოფს დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობის შესახებ კვარტალური ანგარიშის მომზადებას და აღმასრულებელი დირექტორისთვის წარდგენას;
- იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
- ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი)
- მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (საოპერაციო მიმართულება, შიდა კონტროლი)
- ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული, ქართული;
დამატებითი მოთხოვნები:
- ექსტრემალურ სიტუაციებში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, ემოციური წონასწორობა;
- ოპერატიული რეაგირება;
- ორგანიზატორული მონაცემები;
- ხელმძღვანელობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კრეატიულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „შიდა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი“
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით რეზიუმეს გამოგზავნიდან 2 კვირის ვადაში.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
|