თუ ხარ ერთგული და შენს საქმეზე შეყვარებული - შეგიძლია გახდე სპარის გლობალური ოჯახის წევრი! საშუალება გექენება შეიტანო შენი წვლილი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მზარდი კომპანიის განვითარებაში! ჩვენ კი გაგიზიარებთ ევროპულ გამოცდილებას 😊
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები :
- სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა;
პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
- მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
- ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
- სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
- პერიოდული ანგარიშების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
უნარები:
- მართვის და ორგანიზების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მაღაზიის მენეჯერი თბილისში“. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
ერთად უკეთესია !
|