დარბაზის ადმინისტრატორი

მთავარი ვაკანსიები დარბაზის ადმინისტრატორი
ვაკანსიები
დარბაზის ადმინისტრატორი

თუ ხარ ერთგული და შენს საქმეზე შეყვარებული - შეგიძლია გახდე სპარის გლობალური ოჯახის წევრი!
საშუალება გექენება შეიტანო შენი წვლილი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მზარდი კომპანიის განვითარებაში!
ჩვენ კი გაგიზიარებთ ევროპულ გამოცდილებას 😊


"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები

  • სავაჭრო ობიექტის პერსონალის ხელმძღვანელობა (კონსულტანტი, მოლარე, მუშა, დამლაგებელი);
  • სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
  • სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
  • საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
  • დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კოტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
  • სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
  • სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

 


დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე  vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება „დარბაზის ადმინისტრატორი“

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

 

ერთად უკეთესია !