სიახლეები

მთავარი სიახლეები სპარში სიახლეა
21
ნოემბერი 2018

სპარში სიახლეა

ამსტერდამში მიმდინარეობს გარემოს დაცვის და სოც. პასუხისმგებლობის საერთაშორისო ფორუმი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნები ერთმანეთს აცნობენ სამომავლო გეგმებს.  

2019 წლიდან საქართველოში სპარი ონლაინ გაყიდვების მიმართულებით იწყებს მუშაობას, რის ფარგლებშიც ლოჯისტიკის კუთხით დაინერგება ელექტრო მობილებით მომხმარებელთა მომსახურება. აგრეთვე განიხილება დიდი ფორმატის მაღაზიების ელექტრო მომარაგება მზის ბატარეებით.  

აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში, ჩვენი მაღაზიათა ქსელი 2015 წელს გახლდათ პირველი ვინც გადავიდა ბიოდეგრადირებად პარკებზე.