"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 900 -1000 ₾ + ბონუსი
რას გთავაზობთ დამატებით?
** ყოველ თვე 2 სახის ბონუსს; ** სტაჟის დანამატს; ** კვებაზე 50%-იან ფასდაკლებას; ** Spar Card-ს - რომლითაც ისარგებლებ ფასდაკლებებით სრულ ასორტიმენტზე და საკრედიტო ლიმიტით;
ძირითადი მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა ** სავაჭრო დარბაზში თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი; ** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი; ** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად; ** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით; ** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით; ** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; ** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:
** მართვის და ორგანიზების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე vacancy@spar-georgia.com და მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "დარბაზის ადმინისტრატორი" ან შეავსე განაცხადი : www.lo.ge/fVPvCw0 .
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|